სამართალი
პარლამენტის დაფინანსება 2,6 მილიონი ლარით იზრდება

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის დაფინანსება 2,6 მილიონი ლარით იზრდება და 64,736 მილიონი ლარი ხდება.

ცვლილება სახელფასო ხარჯის გაზრდას უკავშირდება. თუ 2018 წელს სახელფასო ხარჯი 29,518 მილიონ ლარს შეადგენს, 2019 წელს ის 31,224 მილიონ ლარამდე იზრდება. ამასთან, ბიუჯეტის პროექტით არ არის გათვალისწინებული მომუშავეთა რიცხოვნობის ცვლილება.

შეგახსენებთ, პირველი იანვრიდან საქართველოს პარლამენტი მუშაობას სრულად თბილისში გააგრძელებს. ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად საბიუჯეტო თანხების ეკონომია დასახელდა.