სამართალი
ოქუაშვილი გადაიხდის თითოეულ თეთრსა და ლარს საქართველოს ბიუჯეტში, რაც ეკუთვნის! - გიორგი გახარია

 საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაომეგა ჯგუფის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს ერთი მსახიობის თეატრსა და ღიმილის მომგვრელს უწოდებს.

ყველა კითხვას გაეცემა პასუხი თბილისშიც, ლონდონშიც და ბატონი ოქუაშვილი თუ ისურვებს, ბომბეიშიც. არანაირი პრობლემა არ არის. თუმცა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ოქუაშვილს მოუწევს თითოეული თეთრისა და ლარის გადახდა, რომელიც ბიუჯეტში აქვს გადასახდელი“, – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება შეხვედრას, რომელზედაც ოქუაშვილმა ილაპარაკა, გახარია აცხადებს:

შეხვედრა შედგა. მაშინ ვიყავი ბიზნესომბუდსმენი, როგორც ჩანს, ვიყავი ძალზე ძლევამოსილი ბიზნესომბუდსმენი, მაგრამ ვერ ვგრძნობდი. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და იმ გაუბედურებული კომპანიის მხარდაჭერა, რომელმაც, როგორც ჩანს, ამ პერიოდში, სამწუხაროდ, დააგროვა ვალი ბიუჯეტში. პირადად ჩემს ყველა ვალდებულებას გავცემ პასუხს ყველგან - ლონდონშიც, თბილისშიც და ბომბეიშიც. ოქუაშვილი გადაიხდის თითოეულ თეთრსა და ლარს საქართველოს ბიუჯეტში, რაც ეკუთვნის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.