აქტუალური
რამდენიმე დღის წინათ ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ პოლიტიკაში მორიგი ცვლილება განახორციელა და პირველად 2 წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი 8%–მდე გაზარდა. ეს ცვლილება ინფლაციის მატებას უკავშირდება. ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება და ინფლაციური რისკების შესამცირებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ბანკმა ჯერ კიდევ ზაფხულიდან დაიწყო.
ცნობისათვის: რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე მაღალი 2008 წლის აპრილში იყო – 12%. იმავე წლის აგვისტოდან ნელ-ნელა დაიწყო განაკვეთის შემცირება და 2009 წლის ნოემბერში 5%-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7 თვის მანძილზე იყო შენარჩუნებული. 2010 წელი 7,5%-იანი რეფინანსირების განაკვეთით დასრულდა.