სამართალი
საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. მთავრობა პარლამენტს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დღეს, 1 ოქტომბერს წარუდგენს.
პირველი არხის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ მთავრობას უკვე გადაუგზავნა ბიუჯეტის პროექტი, რომელიც დაახლოებით 300 მილიონი ლარით იზრდება.
პროექტი თავდაპირველად 1 ოქტომბრის ბიუროს სხდომას წარედგინება, მოგვიანებით კი მასზე მსჯელობა საპარლამენტო კომიტეტებში დარგების მიხედვით გაიმართება.
რეგლამენტის გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის გადამუშავება რამდენჯერმე მოხდება, საბოლოოდ კი პარლამენტი დოკუმენტს დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს.