პოლიტიკა
საქართველოში ისრაელის მოქალაქეებისთვის ჩასვლა სახიფათოა!

israel-flagდღეიდან საქართველოში ისრაელის საელჩომ მუშაობა ახალ მისამართზე განაახლა. საელჩო აღმაშენებლის გამზირის, №154-ში იმუშავებს. აქვე იქნება განთავსებული საკონსულო დეპარტამენტიც, რომელსაც მომსახურებისთვის მოქალაქეებმა დილიდან უკვე მიმართეს.

აღმაშენებლის ქ.№61-ში მდებარე შენობაში კი, სადაც ადრე ისრაელის საელჩო იყო განთავსებული, დღეიდან ბულგარეთის საელჩო იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ისრაელის საელჩოს დახურვის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას ებრაულ მედიაში გავრცელდა. ამ ცნობის თანახმად, "ჰესბოლას" ლიდერის – იმად მურნიეს ლიკვიდაციის წლისთავთან დაკავშირებით, ტერაქტების საფრთხე რეალურია და ისრაელის საელჩოები საქართველოში, თურქეთსა და აზერბაიჯანში დაიხურა.

რამდენიმე დღის წინ, ისრაელის ანტიტერორისტულმა ბიურომ საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც ისრაელის მოქალაქეებისთვის ჩასვლა სახიფათოა.