უცხოეთი
დონალდ ტრამპი - ჩინეთი პატივს მცემს დიდი ტვინის გამო

 საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთში მას პატივს დიდი ტვინის გამო სცემენ.

ეს განცხადება ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, აშშ-ის არჩევნებში ჩინეთის ჩარევის თემასთან დაკავშირებით გააკეთა. ტრამპის თქმით, ჩინეთში არ სურდათ, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამხდარიყო და ამის მიზეზი მისი დიდი ტვინია.

„გვაქვს მტკიცებულებები და აუცილებლად წარვადგენთ. ისინი არსებობს და ჰაერიდან არ მოგვიტანია. თუ გაიხსენებთ ბატონ პილსბერის, ის ერთ-ერთი წამყვანი ავტორიტეტია ჩინეთში. ერთ-ერთ შოუში მან განაცხადა, რომ ჩინეთი დიდ პატივს სცემს ამერიკის შეერთებულ შტატებს და დონალდ ტრამპის დიდ ტვინს“,- განაცხადა ტრამპმა.

1tv.ge