პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გამოსვლასთან დაკავშირებით გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე

 საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. „ყურადღება მივაქციეთ საქართველის მთავრობის ხელმძღვანელის მამუკა ბახტაძის გამოსვლას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში, სადაც მან რუსეთს მოუწოდა, ხელი არ შეუშალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ რაღაცახალი სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას. გამოსვლამ დატოვა უცნაური შეგრძნებები.

როგორც ვხედავთ, მსოფლიო საზოგადოებას კვლავ შთააგონებენ რეალობისგან უსასრულოდ დაშორებულ წარმოდგენას, რომ რესპუბლიკების მოსახლეობა დიდი ხანია, სიხარულით დაბრუნდებოდა საქართველოს შემადგენლობაში, რომ არარუსი ოკუპანტები“. ვიმედოვნებთ, რომ თავად ქართველი პოლიტიკოსები, პროპაგანდისტული ვარჯიშისგან თავისუფალ დროს მაინც, აცნობიერებენ რეალურ მდგომარეობას.

თბილისის სამშვიდობო ინიციატივა განისაზღვრება არა მოსკოვის დამოკიდებულებით, არამედ იმით, თუ როგორ აღიქვამენ მას სოხუმსა და ცხინვალში. როგორც ცნობილია, რუსეთი დიდი ხანია, მოუწოდებს საქართველოს, დაიწყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. უმჯობესია, ქართულმა მხარემ გამოიყენოს შესაძლებლობა, მოყვეს თავისი შეთავაზებების შესახებ ჟენევის დისკუსიებზე, რომელსაცგაერო-სგან განსხვავებით, ესწრებიან ამ რესპუბლიკების წარმომადგენლები.

ჯერ ასეთ შესაძლებლობას თბილისი უგულებელყოფს“, - ნათქვამია რფ-ის საგარეო უწყების ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის კომენტარში.