საზოგადოება
დღეს, 21 თებერვალს, მწერალი ნოდარ გრიგალაშვილი საჯარო ლექციას წაიკითხავს და თავის ახალ წიგნზე "თანამდევი სული (ილია და მისი ეპოქა)" ისაუბრებს.
განსაკუთრებულ ინტერესს წიგნის ის ნაწილი იწვევს, სადაც ილიას მკვლელობის დეტალებია აღწერილი. დღემდე უცნობი საარქივო მასალების კვლევის საფუძველზე ავტორი მკვლელობის მოტივის, მისი დამკვეთებისა და ორგანიზატორების შესახებ საზოგადოებას სრულიად ახალ ვერსიას სთავაზობს.
წიგნი საინტერესოა როგორც სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის, ასევე ილიასა და მისი ეპოქის მკვლევართათვის.
წიგნის პრეზენტაცია ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 17:00 საათზე გაიმართება.