სამართალი
„კლიპებს არ ამოვიღებთ" - ნიკა გვარამია მარეგულირებელ კომისიას პასუხობს

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. რუსთავი 2“ მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს. კომისიამ სალომე ზურაბიშვილის დასაცავად მაუწყებლებს ეთერიდან სარეკლამო კლიპების ამოღება მოსთხოვა.

სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, მარეგულირებელი კომისია საკუთარ უფლებამოსილებას სცდება. ნიკა გვარამიას განცხადებით, „რუსთავი 2" შეასრულებს კანონის მოთხოვნებს და არ დაემორჩილება მიკერძოებულ ინსტრუქციას.

კლიპებს არ ამოვიღებთ იმდენად, რამდენადაც მარეგულირებელი კომისია სცდება საკუთარ უფლებამოსილებას, აბსოლუტურად ღიად და გასაგებად, ჩვენ შევასრულებთ კანონის მოთხოვნებს და არა ვიღაცის მიკერძოებულ ინსტრუქციას, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.