საზოგადოება
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი კომისია საბოლოო დასკვნას პარლამენტში წარადგენს

gamsaxurdia-2საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზებსა და გარემოებებზე მომუშავე საპარლამენტო კომისია დასკვნით დოკუმენტს დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგენს.

363–გვერდიან დასკვნას პროკურატურისთვის სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ, არსებული მონაცემებით, ზვიად გამსახურდია მოკლულია.

ამასთან, იგი ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისა და კიდევ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის დაკითხვას აუცილებლად მიიჩნევს.