აქტუალური
ADB-მ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. ADB-ის პროგნოზით, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა ნავარაუდევი 4,5%-ის ნაცვლად 4,9%-ით გაიზრდება. ინფორმაციას GBC.ge ავრცელებს.

რაც შეეხება 2019 წელს, ADB 4,7%-იანი ზრდის ნაცვლად, 5%-ს ელოდება.

ახალ ანგარიშში ADB მიუთითებს, რომ საქართველოს მშპ-ს ზრდა 2018 წლის პირველ ნახევარში 5,7%-მდე დაჩქარდა, რასაც მრეწველობის (+7,1% YY) და მომსახურების სექტორების ზრდამ (+5,1% YY) შეუწყო ხელი.

პოზიტიურ ფაქტორებად ADB ბრუნვის გადასახადის 1%-მდე შემცირებას და დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვას ასახელებს.