უცხოეთი
საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ნიუ-იორკში, მთიანი ყარაბაღის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები მოლაპარაკების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. მომდევნო შეხვედრა ოქტომბერში გაიმართება. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
3- საათიანი მოლაპარაკება ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობით შედგა.
მხარეებმა კონფლიქტის დარეგულირებისა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხით ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს.
1tv.ge