უცხოეთი
კვიპროსის ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი დაუჭირა

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ქრიზოსტომოს II-მ მხარი დაუჭირა უკრაინის ავტოკეფალიას. ამის შესახებ კვიპროსში უკრაინის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ გამოთქვა უკრაინის მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა უკრაინის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი დამოუკიდებელი ეკლესია“, – ნათქვამია განცხადებაში.

კვიპროსში უკრაინის ელჩ ბორის გუმენიუკის და არქიეპისკოპოსის შეხვედრისას საუბარი შეეხო რუსეთის აგრესიასაც.

შეგახსნებთ, მსოფლიო პატრიარქმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიას უახლოეს ხანში მიიღებს.

1tv.ge