სამართალი
ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური დამნაშავეა და მისი შეწყალების წინააღმდეგი ვარ! - გია ჟორჟოლიანი

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური დამნაშავეა და მისი შეწყალების წინააღმდეგი ვარ, – ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა. ​ჟორჟოლიანის თქმით, მერაბიშვილთან ერთად პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყოფილი ხელისუფლების ბევრ მაღალჩინოსანს ეკისრება.

ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური დამნაშავეა. მასთან ერთად, „ნაციონლური მოძრაობისის წევრები, ვისაც სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ძალიან ბევრ ადმიანს ეკისრება. რა თქმა უნდა, პირადად, ყოველგვარი შეწყალების წინააღმდეგი ვარ“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს ვანო მერაბიშვილის შეწყალების თხოვნით მიმართეს.