რელიგია
17 თებერვალს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მეგობრული ვიზიტით ათონის წმინდა მთის ბერების ჯგუფი ეწვია. სტუმრებს შორის არიან: ვატოპედის მონასტრს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი (კოცოუვატოპაიდინოსი) და ამავე მონასტრის საძმოს წევრები _ ბერი ტრიფონი (კელაპტრიშვილი), ბერი თეოდოხოსი (ლაშა მრელაშვილი), ბერი ნექტარიოსი (მახარე გელაშვილი) და ბერი ნოკოდიმოსი (ანდრეას დიმიტრიოუ); მათ თან ახლავთ ორი საერო პირი: ქრისტოს ჰაჯისპიროუ და ქრისტოს ანდრონისი.
დღეს, საღამოს 7 საათზე, ათონელი ბერების დელეგაცია საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. შეხვედრას ესწრებოდნენ: საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი დავით შარაშენიძე, სხვა ოფიციალური პირნი. შეხვედრამ თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. 18 თებერვალს დილის 9 საათზე ათონელები ბერები სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ; 13.00 სთ-ზე კი სტუმრები თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიას ეწვევიან და სტუდენტებს შეხვდებიან. 20 თებერვალს ათონელი ბერების დელეგაცია ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-სთან ერთად თანამსახურებით აღავლენენ საღმრთო ლიტურგიას.
ათონელი ბერები საქართველოში 10 დღეს დაჰყოფენ და ჩვენს სიწმინდეებს მოილოცებენ.