პოლიტიკა
საპრეზიდენტო კანდიდატები პირველ არხზე - ხედვა და დებატები

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. პირველი არხი საეთერო დროს ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს თანაბრად უთმობს. 28 ოქტომბრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მაყურებელს საშუალება ექნება, საპრეზიდენტო კანდიდატებს სამ სხვადასხვა ფორმატში გაეცნოს. დებატების განრიგი და რიგითობა შეთანხმდა საარჩევნო სუბიექტებთან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე.

 

პირველი ფორმატი

26 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე ყოველდღე კვირის გარდა მოამბისმთავარ გამოშვებაში 21:30 საათზე თითოეულ კანდიდატს საშუალება მიეცემა, ამომრჩევლებს 10 წუთის განმავლობაში საკუთარი ხედვა გააცნოს. 13 ოქტომბერს, შაბათს ერთა ლიგის მატჩის – საქართველო-ანდორას გამო, „მოამბის“ მთავარი გამოშვება ეთერში არ გადის, შესაბამისად, კანდიდატის წარდგენა ვერ მოხდება.

„მოამბეში“ საპრეზიდენტო კანდიდატების რიგითობა:

26 სექტემბერიბესარიონ თედიაშვილიამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;

27 სექტემბერიირაკლი გორგაძე/მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“;

28 სექტემბერიზვიად მეხატიშვილიმპგსაქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“;

29 სექტემბერილევან ჩხეიძე/ახალი ქრისტიან-დემოკრატები“;

1 ოქტომბერიგელა ხუციშვილიმპგსაქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“;

2 ოქტომბერიკახაბერ ჭიჭინაძეამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;

3 ოქტომბერიშალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“;

4 ოქტომბერივლადიმერ ნონიკაშვილიამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;

5 ოქტომბერისალომე ზურაბიშვილიამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;

6 ოქტომბერიგრიგოლ ვაშაძე/ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

8 ოქტომბერიმიხეილ ანთაძე – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“;

9 ოქტომბერიაკაკი ასათიანი – „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“;

10 ოქტომბერითამარ ცხორაგაულიპოლიტიკური მოძრაობათავისუფლებაზვიად გამსახურდიას გზა“;

11 ოქტომბერიზვიად იაშვილი/ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ედპ);

12 ოქტომბერი - ზვიად ბაღდავაძე/სამოქალაქო პლატფორმაახალი საქართველო“;

15 ოქტომბერიგიორგი ლილუაშვილი/ პარტიასაქართველო“;

16 ოქტომბერიმიხეილ სალუაშვილი/სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“;

17 ოქტომბერი -კახა კუკავა/თავისუფალი საქართველო“;

18 ოქტომბერითეიმურაზ შაშიაშვილიამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;

19 ოქტომბერიგიორგი ანდრიაძეამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;

20 ოქტომბერიოთარ მეუნარგია – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“;

22 ოქტომბერიდავით უსუფაშვილი /თავისუფალი დემოკრატები“;

23 ოქტომბერიდავით ბაქრაძე/ევროპული საქართველომოძრაობა თავისუფლებისთვის“;

24 ოქტომბერივახტანგ გაბუნია/ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“;

25 ოქტომბერიზურაბ ჯაფარიძე/გირჩი“.

 

არაკვალიფიციურ კანდიდატებს შორის დებატები 12 ოქტომბერს, პარასკევს 22:00 საათზე გაიმართება, რომელშიც ცხრა არაკვალიფიციურ სუბიექტს შეუძლია მონაწილეობის მიღება:

გიორგი ლილუაშვილი/ პარტიასაქართველო

მიხეილ სალუაშვილი/სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“;

ზურაბ ჯაფარიძე/გირჩი“.

სალომე ზურაბიშვილიამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;

ბესარიონ თედიაშვილიამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;

გიორგი ანდრიაძეამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;

კახაბერ ჭიჭინაძეამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;

ვლადიმერ ნონიკაშვილიამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;

თეიმურაზ შაშიაშვილიამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი.

 

კვალიფიციური სუბიექტები ორ ჯგუფად, 8-8 კანდიდატად დაიყო.

19 ოქტომბრის დებატები გაიმართება შემდეგი შემადგენლობით:

1. მიხეილ ანთაძე

2. ვახტანგ გაბუნია

3. გრიგოლ ვაშაძე

4. ზვიად მეხატიშვილი

5. აკაკი ასათიანი

6. ოთარ მეუნარგია

7. ზვიად იაშვილი

8. გელა ხუციშვილი

26 ოქტომბრის დებატები გაიმართება შემდეგი შემადგენლობით:

1. დავით ბაქრაძე

2. შალვა ნათელაშვილი

3. ირაკლი გორგაძე

4. დავით უსუფაშვილი

5. ზვიად ბაღდავაძე

6. თამარ ცხორაგაული

7. ლევან ჩხეიძე

8. კახა კუკავა

 

ასევე, პირველი არხი არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში და კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის, მათ საეთერო დრო დაუთმოს:

ხუთშაბათს, 4 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს, 8 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; სამშაბათს, 9 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს, 15 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ხუთშაბათს, 18 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს 22 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; სამშაბათს, 23 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე და ხუთშაბათს, 25 ოქტომბერს 22:00-23:00 საათზე.

საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები და მათი ხედვების წარდგენა ასევე გადაიცემა საქართველოს რადიოს FM102.4-ის ეთერში.