საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე მიიღებს საკადრის პასუხს ყველა დანაშაულისთვის, მათ შორის რუსეთისთვის საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის გადაცემისთვისაც (ვიდეო)

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. „დღეს დილით დიპლომატიურ კორპუსს და დამკვირვებლებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია აჭარაშინაციონალური მოძრაობისმიერ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ინფორმაციაში მითითებული იყო კონკრეტული სახელები და გვარები, ვისაც უნდა მოეწყო პროვოკაციები სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.

ეს პროვოკაციები რეალურად განხორციელდა მოგვიანებით ამ ადამიანების მიერ. ჩვენ, „ქართული ოცნებაუზრუნველვყოფთ დიპლომატიური კორპუსისა და საარჩევნო დამკვირვებლების პერმანენტულ ინფორმირებას კონკრეტული პროვოკაციების შესახებ, იმ ქმედებების შესახებ, რომელიც არის ძალიან შორს ევროპული საარჩევნო პრაქტიკისგან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი, საზოგადოების თანადგომით, აუცილებლად პირველსავე ტურში გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში.

რაც შეეხებანაციონალურ მოძრაობას“, ის კიდევ ერთხელ მიიღებს საკადრის პასუხს ქართველი ამომრჩევლისგან ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ამ მარგინალურმა პარტიამ ჩაიდინა ცხრა წლის განმავლობაში, რუსეთისთვის საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის გადაცემის ჩათვლით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, წარმართონ ჯანმრთელი, ევროპული წინასაარჩევნო კამპანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბათუმში, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მცირე ინციდენტი მოხდა (ვიდეო იხ. აქ). პრეზიდენტობის კანდიდატს სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზიდან ერთ-ერთმა მოქალაქემ, ასლან ვაშაყმაძემ შეძახილებით მიმართა. შეძახილის შემდეგ ვაშაყმაძე დარბაზიდან ზურაბიშვილის მხარდამჭერებმა გააძევეს.