საზოგადოება
არკადი დვორკოვიჩის ფიდე-ს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შესაძლოა, ორგანიზაციაში პუტინის გავლენა გაძლიერდეს - ზურაბ აზმაიფარაშვილი

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. „იმ შემთხვევაში, თუ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (ფიდე) საპრეზიდენტო არჩევნებში არკადი დვორკოვიჩი გაიმარჯვებს, ორგანიზაციაში, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინის გავლენა გაძლიერდეს, – აცხადებს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი.

ფიდე-ს პრეზიდენტის არჩევნები ბათუმში 3 ოქტომბერს გაიმართება. რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე არკადი დვორკოვიჩი ერთ-ერთი ძირითადი კანდიდატია. არჩევნებში ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი გეორგიუს მაკროპულოსი და ინგლისელი საერთაშორისო დიდოსტატი ნაიჯელ შორტიც მონაწილეობენ.

ჩვენ, როგორც ორგანიზატორები, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, შევარბილოთ დაძაბული ფონი, რომელიც თან ახლავს ამ არჩევნებს. ბოლო 23 წლის განმავლობაში პირველად ტარდება არჩევნები, სადაც კირსან ილუმჟინოვი (ფიდე- ყოფილი პრეზიდენტი) კენჭს არ იყრის. მაგრამ არჩევნებში მონაწილეობს არანაკლებ გავლენიანი ფიგურა რუსეთიდან, საკმაოდ დიდი დონის პოლიტიკოსი არკადი დვორკოვიჩი. მას რეალურ პაექრობას გაუწევს ფიდე- დღევანდელი ხელმღვანელი. დაძაბულობამ კულმინაციას უკვე მიაღწია“, – აცხადებს აზმაიფარაშვილი.

ამასთან, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი საკუთარ პოზიციას ღიად გამოხატავს. აზმაიფარაშვილი მხარს უჭერს მაკროპულოსის კანდიდატურას.

საჭადრაკო საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ფიქრობს, რომ უნდა ვიყოთ პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი ორგანიზაცია. თუმცა, მსოფლიო საერთოდ პოლარულია. არსებობს აზრი, რომ ასეთი ფიგურის დაინტერესება, როგორიც არის ვლადიმერ პუტინი, თავისთავად კარგი შეიძლება იყოს ჭადრაკისთვის. შეიძლება გაჩნდეს დიდი ფინანსური რესურსი. საჭადრაკო სამყარო მიიღებს გადაწყვეტილებასურჩევნია ისეთი ფული, რომელსაც შესაძლებელია პოლიტიკური გავლენა ჰქონდეს, თუ შედარებით მოკრძალებული ბიუჯეტი, რომელსაც არანაირი გავლენა არ ექნება“, – განაცხადა აზმაიფარაშვილმა.

რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე არკადი დვორკოვიჩი ბათუმში იმყოფება. ის ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადას ესწრება.