პოლიტიკა
ბევრჯერ ვნახავთ ივანესო, კარზე შემომჩივანესო! - ნაცებს „ვანიჩკა - ორი ტრუპი მინდა“-ს ციხიდან გამოყვანა სურთ - საქინფორმი

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. სააკაშვილის პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ (ენმ), განჭვრიტა რა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გარდაუვალი ჩავარდნა, კამპანია დაიწყო საქართველოს ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით. „ნაციონალების“ უკანასკნელი ილუზორული იმედი ის არის, რომ ციხიდან გამოსული ვანო ირგვლივ შემოიკრებს პოლიციის ყოფილი თანამშრომლების - ე. წ. ზონდერების მრავალრიცხოვან ბანდას, რომელიც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს მის დანაშაულებრივ ბრძანებებს ასრულებდა - ხოცავდა და აწამებდა უდანაშაულო მოქალაქეებს და პოლიტიკურ ოპონენტებს. მიზანი - ქვეყანაში ტერორის მოწყობა და მოსახლეობის დაშინება, იმისთვის, რომ ხმები წაართვან სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს.

ენმ ვერაფრით ურიგდება იმას, რომ როგორ „სუსტ“ კანდიდატსაც არ უნდა დაუჭიროს მხარი მმართველმა პარტიამ, დამნაშავეების და მოძალადეების პარტია ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა მხარს არ დაუჭერს გრიგოლ ვაშაძეს, რომელმაც პირობა დადო, რომ როგორც კი პრეზიდენტი გახდება, სააკაშვილს შეიწყალებს, ანუ დააბრუნებს მას საქართველოში და ქართულ პოლიტიკაში. ესე იგი, დააბრუნებს არაადამიანურ, დამამცირებელ წამებას, დიქტატურას და ტოტალურ შიშს!

ის, ვინც მოყვასს უკანა ტანში უცხო სხეულის სინდრომს სამუდამოდ დამართებ, ჰორნერის სინდრმს არ უნდა ჩიოდეს! ის, ვინც ითხოვდა: „ორი ტრუპი მომიტანეთო!“, რის გამოც დაერქვა მეტსახელად „ვანიჩკა - ორი ტრუპი მინდა“. 6-წლიანი სასჯელი, რომლის ამოწურვამდე 1 წელი დარჩა, ვერაფრით გააყუჩებს იმ მოქალაქეების ტკივილს, რომლებსაც დღეს მხოლოდ ერთი „ტრუპი“ სწყურიათ - თავად მერაბიშვილისა!