აქტუალური
აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა 2008 წლიდან საქართველოში 1,5 მილიარდზე მეტი დოლარის ინვესტირება მოახდინა

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. 2018 წელს SOCAR, შვილეული კომპანია SOCAR Georgia Gas-ის მეშვეობით, გეგმავს საქართველოსთვის 1,8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოწოდებას, რაც 28,57%-ით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს, იტყობინება Sputnik აზერბაიჯანი კომპანიის წლიურ ანგარიშზე მითითებით. მთლიანად 2008 წლიდან SOCAR Georgia Gas-მა საქართველოში 290 მილიონი დოლარის ინვესტიცია გააკეთა და მოახდინა 250 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოახდინა. ამჟამად მთელ საქართველოში SOCAR 590 ათას აბონენტს ემსახურება.

რაც შეეხება ნავთობს, გასულ წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის კიდევ ერთმა „ქალიშვილმა“ - SOCAR Georgia Petroleum-მა 347 მილიონი ლიტრი ნავთობი მოგვაწოდა. საქართველოში ამ კომპანიის საერთო ინვესტიციამ 196 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამჟამად SOCAR საქართველოში როგორც ბუნებრივი აირის, ისე ნავთობის და ნავთობპროდუქტების ძირითადი მომწოდებელია. SOCAR-ის შვილეული კომპანიები ფლობენ ნავთობის ტერმინალს საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურ ყულევში, რომლის გავლით ხორციელდება აზერბაიჯანული ნავთობის და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა მსოფლიოს ბაზრებზე. საქართველოში SOCAR-ში დაახლოებით 4000 თანამშრომელი მუშაობს და 116 ავტოგასამართი სადგური მოქმედებს.