აქტუალური
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში კიდევ ორი წლით გაგრძელდება

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საოკუპაციო ზოლში არსებულ ვითარებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც დააკვირდება. პოლიტიკური შეთანხმება ბრიუსელში უკვე შედგა. მანდატის 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელების შესახებ სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა „მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ერიკ ჰოგმა ერგნეთის ჩაშლილ შეხვედრაზეც ილაპარაკა და მხარეებს მოლაპარაკების უმოკლეს დროში განახლებისკენ მოუწოდა, რაშიც, თავის მხრივ, მისიის წევრებიც არიან ჩართულები. მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო მისიას 2008 წლიდან, მანდატის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმი არ აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას, მისიის ხელმძღვანელი ამ პირობებში მიღწეულ შედეგებსაც მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს და დიალოგის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.