უცხოეთი
საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. მთიანი ყარაბაღის საკითხზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან. ინფორმაციას სომხური მხარე ავრცელებს.
მხარეებს შუამავლობას ეუთო-ს მინსკის ჯგუფი გაუწევს.
გავრცელებული ცნობით, შეხვედრა 26 სექტემბერს ნიუ-იორკში გაიმართება.
1tv.ge