რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე (21.09.2018)

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი.

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - შობას ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.

დიდუბის ტაძარი განსაკუთრებული ტაძარია. უძველესი საკუნეებიდან ადამიანები მოდიოდნენ აქ და იღებდნენ იმას, რასაც თხოულობდნენ.

მე მახსენდება ჩემი სტუდენტობა - როცა მაკურთხეს დიაკონად, აქ გამომიშვა უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ და აქ მივიღე პირველად ისეთი მადლი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში თან მდევს. აქ არის სასწაულთმოქმედი ხატი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ხალხი ძველად ფეხშიშველი მოდიოდა დიდუბის ტაძარში ლოცვით და სათხოვარი უსრლდებოდათ.

მძიმე დროს ვცხოვრობთ. მრავალი გაჭირვება ადგას ადამიანებს, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგვცემს მშვიდობას, სიხარულს, სიყვარულს.

უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვის მშვიდობით.

დალოცვილი და გახარებული იყავით. ხშირად მობრძანდით აქ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეისმენს თქვენს ლოცვებს...

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. შევთხოვთ უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომ მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდააქციოს.

ჩვენთან არს ღმერთი!