პუბლიკაციები
ქართული მედია მილიონერის - გადასახადების ურჩი გადამხდელის დასაცავად დაირაზმა, მხოლოდ საქინფორმი იცავს მილიონობით დაჩაგრულ მოქალაქეს!

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. დღევანდელ სარედაქციო პუბლიკაციაში საქინფორმი კიდევ ერთხელ უბრუნდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერებს, რომლებიც, ვითომდა, საქართველოში სახელმწიფო რეკეტის არსებობას მოწმობენ. სამივე აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ბოლო გასულ პარასკევს გამოქვეყნდა, კომპანია „ომეგა ჯგუფის“ მფლობელის ზაზა ოქუაშვილის სატელეფონო საუბრებია სახელმწიფო მოხელესთან და ბიზნესმენთან, რომლებიც მას დახმარებას სთავაზობენ - იმ პრობლემების გადაჭრის საკუთარ ვარიანტებს, რომლებიც „ომეგა ჯგუფს“ სახელმწიფოს წინაშე ათეულობით მილიონი საგადასახადო დავალიანების გამო შეექმნა. ყოველი საუბრის თემა კონკრეტული ბიზნესკომპანიაა - ტელეკომპანია „იბერია“, თამბაქოს ფაბრიკა და ავტოსალონი - რომლებიც სათავო კომპანია „ომეგა ჯგუფში“ შედიან.

საქინფორმი გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებში მხოლოდ მდგომარეობის მოწესრიგების არალეგალურ ზეპირ განზრახვებს ხედავს, რაც კანონით არ ისჯება. მითუმეტეს, საქინფორმმა ვერ დაინახა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ოდნავი მცდელობაც კი. საქინფორმს ეჭვიც არ ეპარება, რომ დაწყებული გამოძიება მომხდარის რეალურ სურათს დაადგენს.

იქიდან გამომდინარე, რომ ყველა აუდიოჩანაწერი შარშან ან უფრო ადრეა გაკეთებული, საქინფორმის ვერსია შემდეგში მდგომარეობს - რომ მილიონერი ზაზა ოქუაშვილი თვითონ ახდენდა ინიცირებას და წინდახედულად იწერდა თავის საუბრებს ხელისუფლების დისკრედიტაციისა და შანტაჟის მიზნით გამოსაქვეყნებლად, გადასახადების გადაუხდელობათან დაკავშირებული პრობლემების გამო, რომლებიც ამ წლებში დაუგროვდა.

მაგრამ რატომ დუმს ყველა ქართული მედიასაშუალება იმაზე, რომ მილიონერები - გადასახადების ურჩი გადამხდელები - ამით სახელმწიფო ბიუჯეტს ძარცვავენ, ანუ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებას განიცდიან?!