პუბლიკაციები
„ძალა ერთობაშია“ - ნაცისტებისა და ნაციონალების ლოზუნგი

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. „ძალა ერთობაშია - ეს არის ჰიტლერის ნაცისტებისა და მიშტლერის ნაციონალების ლოზუნგი, რომლებთანაც წესიერი ადამიანები ერთობაში არასდროს იქნებიან! სინამდვილეში ძალა - სიმართლეშია, თუნდაც ის ვიღაცას თვალს ჭრიდეს... მიშა სააკაშვილი - „კაგებეს“ აგენტ გიული ალასანიას შვილი და ბიძის - გაეროში მომუშავე საბჭოთა დიპლომატ თემურ ალასანიას აღზრდილი, აგრეთვე გრიგოლ ვაშაძე - სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი, 2011 წლამდე რუსეთის მოქალაქე, ასევე რუსეთის მოქალაქე ნინო ანანიაშვილზე დაქორწინებული - რატომ ითვლებიან საქართველოში პროდასავლურ პოლიტიკოსებად, ხოლო პრორუსულს ეძახიან საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს, 2018 წლის სექტემბრამდე საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, ქართველი მენშევიკებისა და ემიგრანტების ოჯახში, რომლებიც 1921 წელს ბოლშევიკებს გამოექცნენ?!“, - წერს თავის ფეისბუქგვერდზე საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.