უცხოეთი
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი - ნიკოლ ფაშინიანი შესაძლოა მეტეორიტია, რომელიც ძალიან სწრაფად იწვება

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. ნიკოლ ფაშინიანი შესაძლოა მეტეორიტია, რომელიც ძალიან სწრაფად იწვება, – ამის შესახებ სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ქოჩარიანის თქმით, ოთხი თვე საკმარისია იმის გასაგებად, რამდენად კომპეტენტურია მთავრობა, რა ღირებულებებს ეფუძნება და შეუძლია თუ არა სისტემური მუშაობა.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ამჟამინდელ მთავრობას ეკონომიკა არ ესმის, არ აქვს მოქმედების პროგრამა, შემადგენლობა ეკლექტურია და არ აქვს გეოპოლიტიკური პრიორიტეტები.

არის გამოკვეთილი ლიდერი, თუმცა პოპულიზმისკენ მისი არაგონივრული მისწრაფება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ეს ლათინური ამერიკის პოპულიზმს მახსენებს. აქ ცაზე ხოლოდ ერთი მზეა – ეს პირველი პირია. არ არის მეორე, მეხუთე, მეათე. თუმცა, ფაშინიანთან მიმართებაში, უფრო მეტეორიტის ასოციაცია მაქვს, რომელიც სწრაფად იწვება“, – აღნიშნა ქოჩარიანმა.

1tv.ge