პოლიტიკა
საქართველო ავღანეთში 11 არტილერისტ-ინსტრუქტორს გააგზავნის

georgian_instuctorsსაქართველო, რომელიც ავღანეთში უკვე წარმოდგენილია 950–კაციანი სამხედრო კონტიგენტით, დამატებით არტილერისტთა 11–კაციან ჯგუფს გააგზავნის, - ნათქვამია ინიციატივაში, რომელსაც პარლამენტი უახლოეს ხანებში დაამტკიცებს.

ქართველი ინსტრუქტორები ავღანურ შეიარაღებულ ძალებს გაწვრთნიან. ისინი საფრანგეთის სამხედრო მეთაურობის ქვეშ იმსახურებენ და მათი როტაციის ვადა ხუთი–ხუთ ნახევარი თვე იქნება.

ნოემბერში თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 20 ქართველი ინსტრუქტორის გაგზავნა იგეგმებოდა.

თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა დამატებითი ძალები გააგზავნოს ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში.