უცხოეთი
დონალდ ტრამპი - ჯორჯ ბუშის მიერ ახლო აღმოსავლეთში ჯარების შეყვანა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. ჯორჯ ბუშის მიერ ახლო აღმოსავლეთში ჯარების შეყვანა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც ქვეყანას 7 ტრილიონი დაუჯდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია Hill TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

იყო ეს სამოქალაქო ომი? არა. მარცხი, რომ 11 სექტემბერი შეგვეჩერებინა? არა. პერლ ჰარბორი? ახლოსაც არაა. ჯარების გამოყვანით ობამამაც შესაძლოა, დაუშვა შეცდომა, მაგრამ იქ შესვლა ჩვენს ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომაა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ჯარების შეყვანა კატასტროფის მომტანი აღმოჩნდა, რადგან რამდენიმე ტრილიონი დოლარის დახარჯვის გარდა, ომებმა ორივე მხრიდან მილიონობით სიცოცხლე იმსხვერპლა.

პენტაგონის ანგარიშის მიხედვით, 2001-2018 წლებში ახლო აღმოსავლეთის ოპერაციებზე 1.52 ტრილიონი დოლარი დაიხარჯა. ბრაუნის უნივერსიტეტის შეფასებით კი, აშშ-მა 2017 წლის ჩათვლით 5.6 ტრილიონი დოლარი დახარჯა.

1tv.ge