აქტუალური
დავით ჭიჭინაძე და ნატო ჩხეიძე ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავენ

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. დეპუტატები დავით ჭიჭინაძე და ნატო ჩხეიძე ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავენ. მათ საკუთარი ფრაქციების დატოვებაზე განცხადება პლენარულ სხდომაზე გააკეთეს.

ჟურნალისტებთან საუბარში დავით ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ ნატო ჩხეიძესთან ფრაქციაში ყოფნის გამოცდილება აქვს.

უმრავლესობიდან არავის გადმობირებას არ ვაპირებ, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. ისტორიულ წარსულს თუ გადახედავთ, მე და ნატო ჩხეიძე ერთ ფრაქციაში, 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტში ვიყავით“, – ამბობს ჭიჭინაძე.

თავის მხრივ, ნატო ჩხეიძეც ადასტურებს, რომ მას ჭიჭინაძესთან ერთ ფრაქციაში ყოფნის გამოცდილება აქვს.

„“ტრადიციონალისტთა კავშირში“ ერთად ვიყავით. მე „პატრიოტებიდან“ წამოვედი, დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნებიდან“ და შევხედავთ, საიდან გავლენ, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატები ცოტანი არ ვიქნებით და შეიძლება, რაღაცაზე ვიფიქროთ“, – განაცხადა ჩხეიძემ.