საზოგადოება
ძალიან დიდი ბოროტებაა იმის თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველომ დაიწყო ომი! - მეუფე პეტრე მოსახლეობას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილს

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. ქართველ ერს არასოდეს დაპყრობითი ომი არ უწარმოებია, ყველა ბრძოლა, ეს იყო დიდი წარმატება - დიდგორი-ბასიანი და სხვა, თუ მარცხი, ყოველთვის, ყველა ომი იყო საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიის გარეთ არასოდეს ყოფილა არცერთი ომი

შესაბამისად, ძალიან დიდი ბოროტებაა იმის თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველომ დაიწყო ომი. რა თქმა უნდა, ეს არის ან უმეცრება, საქართველოს ეკლესიისა და ისტორიისა, ან არის ეს შეგნებული ბოროტება, - ამბობს მეუფე პეტრე.

„მიმაჩნია და ვფიქრობ, და მინდა ვირწმუნო, როგორც თვით საფრანგეთში კრემლის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო ქალბატონს არ დაუჭირა ფრანგმა ხალხმა მხარი და უთხრა მას უარი, ასევე ქართველი ერიც იტყვის უარს საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებულ ბოროტებაზე“, - განაცხადა მეუფე პეტრემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.