საზოგადოება
საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერა ივანიშვილმა ცოლი შეირთო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ბერამ სასიამოვნო ახალი ამბის შესახებ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა და მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით „და რაც აქამდე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი“.
ბერა ივანიშვილის რჩეული მოდის ბლოგერი ნანუკა გუდავაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი გაზაფხულზე დაინიშნა.
ბერა ივანიშვილი 24 წლის მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორია. 2010 წელს მან საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია Dream დააარსა და თავის პირველ ალბომზე მუშაობა დაიწყო.