რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ზაზა სარალიძეს შეხვდა

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. ა.წ. 18 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ბატონი ზაზა სარალიძე მიიღო.

მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება და გულისტკივილი მომხდარი ტრაგედიის გამო, დალოცა გარდაცვლილის მამა, შიმშილობის შეწყვეტა ურჩია და მხნეობა უსურვა.