პოლიტიკა
გია ვოლსკი გამორიცხავს, რომ უმრავლესობამ „პატრიოტთა ალიანსს“ ფრაქციის შენარჩუნებისთვის საკუთარი კვოტა დაუთმოს

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამორიცხავს, რომ უმრავლესობამ „პატრიოტთა ალიანსს“ ფრაქციის შენარჩუნებისთვის საკუთარი კვოტა დაუთმოს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, კვოტის მიცემას არანაირი საფუძველი არ აქვს.

რატომ დაიშალნენ, ერთმანეთთან რა პრეტენზია აქვთ, ამაზე განცხადებები იყო და განცხადებების მიღმა თუ რამე არსებობს, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. უმრავლესობის ფორმატში რამდენიმე ფრაქცია შეიქმნა და ისინი უმრავლესობასთან თავიანთი პოლიტიკური განწყობით ადეკვატური არიან. „პატრიოტთა ალიანსისხვა ფრაქციების თემასთან არანაირ კორელაციაში არ არის და მიკვირს, რომ ასეთ კითხვას სვამთ. უმრავლესობიდან გასვლა თუ ვინმეს უნდა დაპატრიოტებთანშეერთება, ეს გარკვეული დეპუტატების მოსაზრება შეიძლება იყოს. რაც შეეხება მათ თანამდებობებს, ფრაქცია თანამდებობების არსებობას განაპირობებს. რეგლამენტი ყველასთვის რეგლამენტია, ჩემთვისაც და სხვისთვისაც. მას უმრავლესობაც უნდა ემორჩილებოდეს და უმცირესობაც“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ნატო ჩხეიძე ფრაქცია საქართველოს პატრიოტებს ტოვებს. ამ შემთხვევაში ფრაქცია დაიშლება, შესაბამისად, ისინი საპარლამენტო თანამდებობებს დაკარგავენ, მათ შორის - ვიცე-სპიკერის პოსტს.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ადა მარშანიას თქმით, არ არის გამორიცხული, მათ ფრაქციაში გაწევრიანების შეთავაზება გედევან ფოფხაძემ მიიღოს.

მარშანია განმარტავს, რომ ფოფხაძეს ასეთი შეთავაზება „პატრიოტთა ალიანსისგან“ წარსულში უკვე ჰქონდა.

არ არის გამორიცხული, გავიმეოროთ ჩვენი მოწვევა ფრაქციაში. მგონი, გედევან ფოფხაძეს თუ ბრძოლა უნდა, არ ინანებს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

მისივე თქმით, თუ ნატო ჩხეიძის წასვლის შემდეგ ფრაქციაში გაწევრიანებისთვის მეექვსე დეპუტატი ვერ მოიძებნება და ფრაქცია დაიშლება, არც ეს იქნება ტრაგედია.

რაც შეეხება ნატო ჩხეიძის წასვლის მიზეზებს, უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იბერიას“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ადა მარშანია არ აკონკრეტებს.

„დღეს გავესაუბრებით მას და გაირკვევა რაღაც მომენტები. რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არ არის ჩემთვის სამართლიანი მიზეზი და მე მას არ ვეთანხმები“, – განაცხადა ადა მარშანიამ.