სამართალი
საქართველოსა და ალბანეთს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შეთანხმება გაფორმდა

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და ალბანეთის საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოების დირექტორატის ხელმძღვანელმა დორიან ტოლამსაქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეთანხმების ხელმოწერა მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პროცესში გაცვლილი და შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებას.

უწყების ცნობით, შეიქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ორ ქვეყანას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის კუთხით როგორც უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით, ასევე, საგარეო ურთიერთობებისა და სხვა სფეროებში.

ალბანეთის საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოების დირექტორატის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა და დორიან ტოლამ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და სამომავლო გეგმები დასახეს.