პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?!

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. "დანარჩენი, ვინც დაასახელეთ (მეუფე პეტრე), ეს არის იგივე პოლიტიკური მოძრაობა, სამწუხაროოდ. მე არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სხვათაშორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიის და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით. ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ - არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად - მეუფეებს!", - უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში "პირისპირ" შეკითხვაზე, რომელიც სასულიერო პირების მხრიდან მის კრიტიკას ეხებოდა.