საზოგადოება
საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისადმი სოლიდარობა დაადასტურა. ამის შესახებ ჯონ ბოლტონმა შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს იმისათვის, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისადმი სოლიდარობა დავადასტუროთ. აყვავებული და დემოკრატიული საქართველო რეგიონში ძლიერი მაგალითია“, – წერს ჯონ ბოლტონი „ტვიტერზე“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ჯონ ბოლტონთან შეხვედრით დაიწყო.