სამართალი
მარიხუანას მოხმარების რეგულირების ნაწილში არანაირი კითხვები არ არსებობს და ეს უნდა გაკეთდეს! - გიორგი გახარია

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. მარიხუანას მოხმარების რეგულირების ნაწილში არანაირი კითხვები არ არსებობს და ეს უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თემის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილების ყველაზე მნიშვნელოვანი კონტექსტი მარიხუანას მოხმარების დარეგულირების რეგლამენტირება იყო, რაც უკვე გაკეთდა.

დავწერეთ კანონი, რომ მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი თუ ზის სატრანსპორტო საშუალების საჭესთან და მართავს, მას ემუქრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. წარმოიდგინეთ, რამხელა ცვლილებაა ჩვენი მოქალაქის მენტალიტეტში. ასევე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებაში აღქმული იყო, როგორც ფაქტობრივი ლეგალიზება, რომ თუ ადამიანი იქნება კლინიკური ზემოქმედების ქვეშ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში, სასამართლოს ეძლევა უფლება, მთელი რიგი სამოქალაქო უფლებები შეუზღუდოს, მათ შორის, გარკვეულ პროფესიებზე. ესენიაექიმი, ადვოკატი, საჯარო სამსახურში მუშაობა და ასე შემდეგ.

რეალურად, მარიხუანას მოხმარების იმ ნაწილში, სადაც სრული ქაოსი და დაუსჯელობა გვქონდა, გავაჩინეთ საზოგადოებრივი აზრის ზემოქმედების ძალიან დიდი ინსტრუმენტი. ჩათვალეთ, რომ ეს არის გარკვეული ზეწოლა გადაწყვეტილების მიღებაზე, როდესაც ადამიანი პირველ ნაბიჯს დგამს, მოიხმაროს ეს ნივთიერება თუ არა. ამ შემთხვევაში, ცვლილებები გავატარეთ და ვთქვით, რომ შსს- გვაქვს ეფექტური კონტროლის საშუალება, რაც არის ყველაზე მთავარი. ამაზე საუბრობდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და ასევე ვთქვით, იმ შემთხვევაშიც, თუ ამას მოყვება შემდეგი ნაბიჯები მედიცინის, სამედიცინო ინტერესებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება ეფექტური კონტროლის საშუალება.

რაც კეთდება, რაც რეგულირების ნაწილში გავაკეთეთ, პირიქით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხმარება, რომ მისი მკაცრი ნარკოპოლიტიკა კიდევ უფრო ეფექტურად განახორციელოს. ეს არის და ეს.

კონსულტაციები გაგრძელდება, შეკითხვებს პასუხები გაეცემა და ფართო პლატფორმა, რომელზეც გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, იქნება მიღებული. ჩვენ ხომ ვთანხმდებით, რომ რეგულირების

ნაწილში არანაირი კითხვები არ არსებობს და უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა შს მინისტრმა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შედის, რომლის თანახმად, მარიხუანას მოხმარება იკრძალება ნებისმიერ შენობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებლისა.