სამართალი
არავის არსად გავუშვებთ, ვინც კი კვალიფიკაციით ამის საშუალებას მოგვცემს - გიორგი გახარია

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. არავის არსად გავუშვებთ, ვინც კი კვალიფიკაციით ამის საშუალებას მოგვცემს, საუკეთესოები იქნებიან საუკეთესო პოზიციაზე, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ კონფერენციაზე – საგამოძიებო სისტემის რეფორმა ილაპარაკა. მან სამინისტროს სისტემაში საუკეთესო კადრების მოზიდვისა და მათი კარიერული ზრდის შესაძლებლობებზეც გაამახვილა ყურადღება.

ყველას ექნება შესაძლებლობა გადამზადების. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდი სტრუქტურაა. გვაქვს იმის საშუალება, რომ სისტემაში ხალხი შევინარჩუნოთ, თუმცა, მეორე მხრივ, ვაცნობიერებთ, რომ კომპეტენცია უნდა ფასდებოდეს. შეუძლებელია ეფექტური სისტემის აწყობა, თუ კვალიფიკაციის მაღალ დონეს არ მოჰყვა მეტი უფლებამოსილებები და მეტი პასუხისმგებლობები. რაც შეეხება კარიერულ ზრდას, ყველას ექნება ამის შესაძლებლობა.

მიღების წესთან დაკავშირებით, მკვიდრდება ახალი წესი, როგორ მოხდება კარიერული ზრდა. ვერ გადავა ადამიანი ერთი საფეხურიდან უფრო მაღალ კარიერულ საფეხურზე, თუ შესაბამისი კვალიფიკაციის გადამზადების ან საბაზისო კურსები არ ექნება გავლილი, ესეც იქნება ძალიან მკაფიოდ სტრუქტურირებული და ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს ვდგამთ.

ჩვენი მიზანი არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც, პირველ რიგში, მართლწესრიგის, კრიმინალთან ბრძოლის, საგამოძიებო კომპონენტის განმახორციელებელი ორგანო, იყოს მიმზიდველი კვალიფიციური ახალგაზრდა კადრებისთვის. ეს არის ძირითადი ამოცანა, არ უნდა იყოს ეს რუტინული სამსახური მხოლოდ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, როგორც სოციალურ კომპონენტს, ასევე კარიერული ზრდის კომპონენტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არავის არსად არ გავუშვებთ, ვინც კი კვალიფიკაციით ამის საშუალებას მოგვცემს, თუმცა, შიდა გრადაცია მოხდება, საუკეთესოები იქნებიან საუკეთესო პოზიციაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სასტუმრორედისონ ბლუ ივერიაში“, ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონფერენცია გამართა თემაზესაგამოძიებო სისტემის რეფორმა“. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს. ამასთან, შსს სამსახურში მიღების წესს ცვლის.