პოლიტიკა
აშშ-ს შეუძლია, საქართველოს დაეხმაროს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ უფრო წარმატებულად განხორციელებაში - ლუკ კოფი

საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ს შეუძლია, უფრო აქტიურ პროცესში დაარწმუნოს პარტნიორები, რათა უკეთ გაითავისონ, რომ რუსული ჯარების ყოფნა საქართველოში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა, – ამის შესახებ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, ჰერითიჯის ფონდის მკვლევარი ლუკ კოფი აცხადებს.

მისი შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის ვიზიტი აშშ-ში ხელსაყრელ დროს მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონში ამერიკელი და ქართველი ლიდერები იკრიბებიან ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცებისთვის გადასადგმელი ახალი ნაბიჯების განსახილველად.

ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით დიდ დახმარებას უწევს და ამის ერთგული რჩება დღესაც. ვფიქრობ, მომავალშიც ამერიკის მთავრობამ სწორედ ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისკენ უნდა მიმართოს ძალისხმევა.

ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, საქართველოს დაეხმაროს ქვეყნის მთავრობის მიერ წამოწყებული სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენუფრო წარმატებულად განხორციელებაშიგამოხატოს პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა.

ვაშინგტონის მხრიდან ამ ინიციატივის აქტიური მხარდაჭერა სხვა ქვეყნებისთვისაც მისაბაძი იქნება, ეს ძალისხმევა კი საქართველოს მთავრობის პოზიციას გააძლიერებს და ამ ინიციატივას უფრო სანდოსა და ქმედითს გახდის საქართველოს მოქალაქეებისთვისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის“, – აცხადებს ლუკ კოფი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.