აქტუალური
ქართველი და რუსი მსახიობები როჟდესტვენსკის საღამოზე თბილისში შეიკრიბებიან

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ცნობილი პოეტის, მთარგმნელის და სიმღერების ტექსტების ავტორის რობერტ როჟდესტვენსკის ხსოვნის საღამო 14 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრის სცენაზე გაიმართება.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ლეგენდარული ქართველი მომღერლები ვახტანგ კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, ირმა სოხაძე, პოპულარული შემსრულებლები ლიზა ბაგრატიონი, სოფო ხალვაში, რატი დურგლიშვილი, მაკა ზამბახიძე და კომპოზიტორი მერაბ ანდრონიკაშვილი.

თბილისში ასევე ელოდებიან ვარსკვლავურ წყვილს — მსახიობ კირილ საფონოვს და მის მეუღლეს, პოპ-ჯგუფ „ფაბრიკას“ სოლისტ ალექსანდრა საველიევას. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, აგრეთვე, მომღერალი ალიონა სვირიდოვა, პროექტ „Голос. Дети“-ს გამარჯვებული რუტგერ გარეხტი, ფოტოგრაფი და ჟურნალისტი იური როსტი, მუსიკოსი, პიანისტი და კომპოზიტორი სერგეი ჟილინი.

ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით ელოდებიან თეატრისა და კინოს არტისტს, რეჟისორსა და პედაგოგს ალექსანდრ შირვინდტს.

გარდა ამისა, ყველა მაყურებელი საჩუქრად მიიღებს რობერტ როჟდესტვენსკის ლექსების წიგნს „Мои года — мое богатство“.

საღამოს დამდგმელი რეჟისორები არიან ეკატერინა როჟდესტვენსკაია და ოლიკო ჟღენტი. ღონისძიების ორგანიზატორია გამომცემლობალიბრიკა“.

საღამო 19:00-ზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში და ოფიციალურ ვებგვერდზე.