საზოგადოება
რუსეთი საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს - ანგელა მერკელი

 საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთი საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ლიეტუვაში, ქალაქ რუკლაში დისლოცირებულ გერმანელ სამხედროებს განუცხადა.

ვხედავთ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი რესპუბლიკა, რომელიც დღეს არ არის ევროკავშირში ან ნატოში, აწყდება შიდა კონფლიქტს, რომელიც რუსეთმა ხელოვნურად შექმნა“, – განაცხადა მერკელმა.

მისივე თქმით, დღეს ყველა აღნიშნული სახელმწიფო ცდილობს, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, რადგან რუსეთმა ან განაცალკევა მათი ტერიტორიები, ან გააღვივა კონფლიქტები. ამის მაგალითად მერკელმა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი დაასახელა.

მისივე თქმით, გერმანელი სამხედროები, ნატოს სახელით, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში რუსეთის ჰიბრიდული ომის შესაკავებლად იმყოფებიან.