უცხოეთი
ტანზანიელი ინვესტორი სომხეთში ნიანგების ფერმის მოწყობას გეგმავს

 საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. ტანზანიელი ინვესტორი სომხეთში ნიანგების მოშენებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Newsarmenia ავრცელებს.

როგორც სომხეთის არარატის ოლქის გუბერნატორმა, გაგიკ სარგსიანმა განაცხადა, ნიანგების ფერმა არარატის ოლქის სოფელ დაშთავანში მოეწყობა.

კომპანიას, რომელიც ნიანგების გამრავლებას გეგმავს, უკვე გადაეცა იჯარით 15 ჰექტარი მიწა. უკვე შევხვდით სოფლის მოსახლეობას. პირველ წელს განხორციელდება 1,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კი ინვესტიციების მოცულობა 10 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს“, – განაცხადა სარგსიანმა.

არარატის ოლქის გუბერნატორის თქმით, პროექტის ინიციატორი ტანზალიელი ბიზნესმენი ანალოგიურ პროექტებს უკვე ახორციელებს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. მისი თქმით, ინვესტორები დაინტერესებულები არიან ნიანგის ტყავის წარმოებით. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დადგეგმილია პარკის, ატრაქციონებისა და კვების ობიექტების მოწყობა.
1tv.ge