რელიგია
უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს 15 მილიონის მოპარვა უნდოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების სანაცვლოდ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსისთვის ქრთამად განკუთვნილი 25 მლნ დოლარიდან

 საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის სტამბოლში ვიზიტის წინ რამდენიმე უკრაინელმა ბიზნესმენმა ფული შეაგროვა ერთიანი საადგილმამულო ეკლესიის შექმნის პროცესის დასაჩქარებლად. დაახლოებით 25 მილიონი დოლარი შეგროვდა. ეს თანხა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსისთვის იყო განკუთვნილი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის გამოცემის საზღაურად. მაგრამ, როგორც წყარო იუწყება, შეხვედრის დროს პოროშენკომ პატრიარქი „გადააგდო“ და მხოლოდ 10 მილიონი დოლარი გადასცა.

როდესაც ბართლომეოსმა ამის შესახებ შეიტყო, გააუქმა ფანარის - კონსტანტინოპოლის პატრიარქის რეზიდენციის - დელეგაციის მონაწილეობა 27 ივლისს კიევში რუსეთის გაქრისტიანების 1030 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმში.

„ბართლომეოსის მხრიდან ეს გადაწყვეტილება სხვა არაფერი იყო, თუ არა მკაცრი ულტიმატუმი პოროშენკოსთვის, რომ ფული დაებრუნებინა. რა თქმა უნდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის გამოცემაზე ხმამაღალი განცხადებების ფონზე სახე რომ დაეკარგა, პეტრო ალექსეევიჩი იძულებული გახდა, კონსტანტინოპოლის საჭიროებებისთვის განკუთვნილი ეს 15 მილიონი დაებრუნებინა. მხოლოდ დარჩენილი თანხის მიღების შემდეგ დათანხმდა ბართლომეოსი კიევში ფანარის ოფიციალური დელეგაციის გაგზავნას გალიის მიტროპოლიტ ემანუილის, ჩიკაგოს ეპისკოპოს დანიელისა და ედმონტონის ეპისკოპოს ილარიონის შემადგენლობით“, - იუწყება წყარო.