სამართალი
თაღლითობის ფაქტზე ხუთი მოქალაქე დააკავეს, თაღლითობაში დახმარებისთვის კი 13 პირი პასუხისგებაში მიეცა

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ხუთი მოქალაქე: სულხან ., სოლომონ ., ნიკო ., ანა . და შოთა . დააკავეს.

სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები .. ცრუ მოწმეების დახმარებით თაღლითურად დაეუფლნენ საგარეჯოს რაიონში, საერთო ჯამში 20 000 კვ.-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს 78 000 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა.

ამავე საქმეზე ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობაში დახმარების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 13 მოქალაქე: მალხაზ ., ამირან ., მზია ., გოდერძი ., შოთა ., ზორბეგი ., გელა ., ვეფხვია ., ნუგზარ ., ელიზბარ ., გია ., ზაზა . და ვაჟა .

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულმა მოქალაქეებმა თაღლითობაში ბრალდებულებს დახმარება გაუწიეს და ნოტარიულად დაადასტურეს, თითქოს ბრალდებულები მიწის ნაკვეთებს ნამდვილად ფლობდნენ.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 25-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.