პოლიტიკა
მთავრობა ექსპრემიერ კვირიკაშვილის კიდევ ერთმა კადრმა დატოვა - თედო ჯაფარიძემ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის მოწინააღმდეგემ, რომელიც ბანკირ ხაზარაძის მოადგილედ გადავიდა

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ცოტა ხნის წინანდელი გადადგომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მთავრობაში ასტრონომიული, მილიონობით დოლარის ოდენობის კორუფციის ფაქტების გარდა, გახდა მისი ტანდემი ბანკირ ხაზარაძესთან, რომელმაც სახელმწიფოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მოუმზადებელი, ფინანსურად გაუთვლელი პროექტი „შეაჩეჩა“, რომელიც ავანტიურულად დაიწყო პრეზიდენტმა სააკაშვილმა და 2012 წელს ახალმა ხელისუფლებამ შეაჩერა.

და აი, გუშინ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგუნდს ცნობილი ქართველი დიპლომატი თედო ჯაფარიძე შეუერთდა, რომელიც მაქსიმალურად ეწინააღმდეგებოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენას.

კონსორციუმის პრესსამსახურის ინფორმაციით, თედო ჯაფარიძე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მოადგილის პოსტზე დაინიშნა და მისი მომავალი საქმიანობის სფერო კონსორციუმის საგარეო ურთიერთობების კურირება, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე კომპანიის წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება გახდება.

როგორც პირველ არხს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, თედო ჯაფარიძემ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგარეო მრჩევლის თანამდებობა დატოვა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ახალ ფაზაში გადადის. გარდა იმისა, რომ იწყება საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის საზღვაო-სანაპირო სამუშაოები, ამავე დროს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის ხარისხობრივად ახალ ეტაპზეც გადავდივართ. „საუკუნის პროექტისთვისგამორჩეული პროფესიონალების გუნდის შექმნის პროცესი გრძელდება და მოხარულნი ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან მიმართულებას ამიერიდან გამოცდილი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე თედო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს“, – განაცხადა„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც გარკვეულ ხანს საზღვარგარეთ იმალებოდა.

თავად ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მამათა მონასტერში წავიდა, რადგან ცნობილი არ არის - ვისთან მივა გამოძიება ასობით მილიონი სახელმწიფო სახსრების კანონის დარღვევით გამოყენების შესახებ.