საზოგადოება
ცხინვალი იბომბებოდა და ამას არავინ უარყოფს! - გია ვოლსკი

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ომის წინა პერიოდში მიხეილ სააკაშვილი პუტინის საგანგებო წარმომადგენლის რეკომენდაციით იტალიაში იმყოფებოდა. ორი დღით ადრე „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი აცხადებდნენ, რომ რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებს, მაშინ, როცა რუსეთი ცხინვალში უკვე შემოჭრილი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იზიარებს თუ არა სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა საკუთარი მოსახლეობა დაბომბა, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს ეს არ უთქვამს და მსგავსი ფორმულირება კონტექსტიდან ამოღებულია.

ეს პროვოკაციული შეკითხვაა. ვინაიდან ეს მე არ მითქვამს და არც სალომე ზურაბიშვილს უთქვამს. როცა კონტექსტიდან ამოიღებთ, რასაკვირველია, ასე გამოვა. მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო. აქ კონსპირაციული შეთანხმება იყო. ყველა ნიშანი არსებობს, რომ გარკვეული კონსპირაციული გარიგება მოხდა. მთლიანადნაციონალურ მოძრაობაზევერ ვიტყვი, მაგრამ სააკაშვილზე ვიტყვი, რომელიც ომის წინა პერიოდში პუტინის საგანგებო წარმომადგენლის რეკომენდაციით იტალიაში იმყოფებოდა. ორი დღით ადრენაციონალური მოძრაობადა სააკაშვილი აცხადებდა, რომ რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებს, მაშინ, როცა რუსეთი ცხინვალში უკვე შემოჭრილი იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ცხინვალი იბომბებოდა, რასაც არავინ უარყოფს.

ყველამ იცოდა, რომ ცხინვალიდან ხალხი გაყვანილია. ადამიანი, რომელიც იმ პერიოდში ცხინვალს ბომბავს, რუსულ დაკვეთას ასრულებს და რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ცხინვალი იბომბებოდა და ამას არავინ უარყოფს. სააკაშვილის დელეგაციამაც არ უარყო ეს, როდესაც საპარლამენტო ასამბლეა ამ საკითხს იხილავდა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ჰააგასა და სტრასბურგში საქართველოს საკმაოდ მძლავრი პოზიციები აქვს.

„ეს რუსეთთან გარიგებაა, როდესაც სააკაშვილმა ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომ საქართველო უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა. მიუხედავად ამისა, მე მგონია, რომ ჰააგასა და სტრასბურგში საკმაოდ მძლავრი პოზიციები გაგვაჩნია, რათა სიმართლე გამოაშკარავდეს. რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია. პროვოცირება რუსეთმა გამოიწვია, რის შესახებაც ამერიკა და ევროკავშირი აფრთხილებდა და რასაც სააკაშვილმა ყური არ დაუგდო. ანუ ძალაუნებურად, ნებით თუ უნებლიეთ, რუსეთის სტრატეგიული ინტერესების ნაწილი გახდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.