სამართალი
გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. გერმანული მედიის ცნობით, მათ შორის 59 საქსონიაში ითხოვდა თავშესაფარს, თუმცა მათი განაცხადი არ დაკმაყოფილდა.

დეპორტირებულთაგან ცხრა ლაიფციგის აეროპორტში ციხიდან გადაიყვანეს. ორი დეპორტირებული ქართველი - ბავარიაში, სამი - რაინლანდ-პფალცში და ერთი ქვემო საქსონიაში დააკავეს. ინფორმაცის დრეზდენის პოლიციაში ადასტურებენ.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია გერმანიიდან ჩარტერული რეისით განხორციელდა.

გერმანული მედიის ცნობით, წელს ივლისის ბოლოს გერმანიის ტერიტორიის დატოვება 510 ქართველს მოსთხოვეს. მათივე მონაცემებით, ამ ეტაპზე გერმანიიდან 210 ქართველის დეპორტაცია განხორციელდა. შარშან დეპორტირებული ქართველების რიცხვი 214 იყო.