საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მარიხუანის კულტივაციის შესახებ არ ეთანხმებიან და კანაფის მოყვანის რისკებსა და დეკრიმინალიზაციის საფრთხეებზე მსჯელობენ.
„ეს ისეთი რამ არის, რაც დროში ჩანს, ისე არ ჩანს. ფაქტობრივად, დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს მხარს უჭერენ, ასაკში რომ იქნებიან, პირველები იქნებიან, რომლებიც უარყოფითს გამოხატავენ. არ მგონია, რომ საქართველოს ამ გზით შეშვენოდეს ეკონომიკის გაძლიერება. ხილი ვერ გააქვთ საზღვარგარეთ. იზრუნონ ჩვენი ღვინის პოპულარიზაციაზე, ვენახის გაშენებაზე, ამაზე დახარჯონ ენერგია“, - განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა საპატრიაქოს მიერ ამ საკითხის განსახილველად საგანგებოდ მოწვეულ კონფერენციაზე.