პოლიტიკა
საქართველოში ისრაელის საელჩო მუშაობას 21 თებერვლიდან განაახლებს

israel-flagროგორც საქინფორმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საელჩოს დახურვა ტექნიკური მიზეზების გამო გახდა აუცილებელი, თუმცა პრობლემა რამდენიმე დღეში მოგვარდება და უწყება მუშაობას 21 თებერვლიდან განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ისრაელის საელჩომ ფუნქციონირება რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა. ებრაული მედიის ინფორმაციით, "ჰესბოლას" ლიდერის იმად მურნიეს ლიკვიდაციის წლისთავთან დაკავშირებით ტერაქტების საფრთხე რეალურია და ისრაელის საელჩოები საქართველოში, თურქეთში და აზერბაიჯანში დაიხურა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ ისრაელის ანტიტერორისტულმა ბიურომ საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც ისრაელის მოქალაქეებისთვის ჩასვლა სახიფათოა.