სამართალი
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ინიციატივით, მარიხუანას სამედიცინო ექსპორტისთვის წარმოება განიხილება

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. საექსპორტო პროდუქტის დამზადების მიზნით საქართველოში მარიხუანას  მოყვანა, შესაძლოა, ლეგალური გახდეს. პარტია „ქართულ ოცნებას“ შესაბამისი ინიციატივა უკვე მომზადებული აქვს. მმართველი გუნდის რამდენიმე წევრი ადასტურებს, რომ საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკითხს მხარს უჭერს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ლაპარაკია საქმიანობაზე, რომელიც დაექვემდებარება ლიცენზირებას. მცენარე კანაფისგან დამზადებული პროდუქტი კი ფარმაცევტული და კოსმეტიკური ინდუსტრიისთვის სხვა ქვეყნებში გავა ექსპორტზე. იმას, რომ მთავრობა ექსპორტზე გასატანად მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს, ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.